საქართველომ პიკი გადაიარა

Covid-19-ის ეპიდემიის პიკის მიღწევაზე რამდენიმე კვირიანი საუბრების შემდეგ, საქართველომ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. დაიმორჩილა ქვეყანამ ეპიდემია? რას შეიძლება ველოდეთ მომავალი თვეებისგან?

სააღდგომო დღესასწაულმა ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდის გარეშე ჩაიარა. გასულ კვირაში მანქანებით გადაადგილებაზე აკრძალვის მოხსნა, ცხოვრების ნორმალიზებისკენ მიმართულ მთავრობის 3-თვიანი გეგმის პირველ ნაბიჯს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, იზოლაციის ზომებს თან გარკვეული გადაღლილობა მოჰყვა, და ბოლო დროს მომხდარმა ფერმერთა საპროტესტო გამოსვლებმა აჩვენა, რომ საგანგებო ღონისძიებებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანი მრავალი ქართველისთვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს.

Continue reading “საქართველომ პიკი გადაიარა”

საქართველომ ყველა სააღდგომო კვერცხი ეკლესიის კალათაში ჩაალაგა

სააღდგომო დღესასწაულებთან ასოცირებული აქტივობების მატებამ და ეკლესიის გადაწყვეტილებამ არ შეზღუდოს ფართომასშტაბიანი ღვთისმსახურების აღსრულება, უკვე გააჩინა კითხვები უნდა ველოდოთ თუ არა covid-19 ეპიდაფეთქებას საქართველოში მომავალ დღეებსა თუ კვირებში.

არსებული შიშების სამართლიანობას მსოფლიოს მასშტაბით უკვე არაერთი მაგალითი ადასტურებს. მასობრივმა რელიგიურმა შეკრებებმა საგრძნობლად გაზარდა covid-19 ინფექციის გავრცელება, ქვემოთ გთავაზობთ მსგავსი მაგალითების (არასრულ) ჩამონათვალს:

Continue reading “საქართველომ ყველა სააღდგომო კვერცხი ეკლესიის კალათაში ჩაალაგა”

საქართველო ჯერჯერობით იაპონიის მაგალითს იმეორებს

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვის ნელ, მაგრამ სტაბილურ ზრდასთან ერთად, დროა, აქ არსებული მაჩვენებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის ტრაექტორიებთან მიმართებაში განვიხილოთ. დღეის მონაცემებით, საქართველო იაპონიის ტრაექტორიას მიჰყვება, თუმცა აშკარაა, რომ იგი ჩამორჩება ისეთ წარმატებულ მაგალითებს როგორიცაა აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე მდიდარი ქვეყანა.

Continue reading “საქართველო ჯერჯერობით იაპონიის მაგალითს იმეორებს”

გაიზრდება თუ არა არსებითად სიკვდილიანობა საქართველოში 2020 წელს?

ყველაზე ცუდი სცენარის ანალიზი სოციალური დისტანცირების მნიშვნელობას გვახსენებს.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ (60 ათასზე მეტი გარდაცვლილი 5 აპრილის მდგომარეობით, გაორმაგება ყოველ 5.5 დღეში ფიქსირდება),მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარები, რომელთა წინაშეც ქვეყნები შესაძლოა მომდევნო კვირებსა და თვეებში აღმოჩნდნენ, უფრო და უფრო მეტი განხილვის საგანი ხდება.

დღემდე, საქართველო ვითარების ეფექტიანად მართვისა და, ევროპის უმეტეს ქვეყნებთან შედარებით, შემთხვევების ზომიერი ზრდის დინამიკის შენარჩუნებისთვის ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე დისკუსიებში მხოლოდ ქებას იმსახურებდა (5 აპრილის მონაცემებით მხოლოდ ორი გარდაცვლილი, რომელთაც სერიოზული თანმხლები დაავადებები ჰქონდათ). სხვა თუ არაფერი, საქართველომ მომავლისთვის მოსამზადებლად მნიშვნელოვანი დრო მოიგო.

Continue reading “გაიზრდება თუ არა არსებითად სიკვდილიანობა საქართველოში 2020 წელს?”